თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 20 ნოემბერი
განცხადების საფასური მის გამოქვეყნებამდე იხდება. ქვემოთ აღწერილია, რა შემთხვევაში გიბრუნებთ თანხას.
როდის ვაბრუნებთ თანხას
- თუ განცხადებას გამოქვეყნებამდე უარვყოფთ — სრულად;
- თუ გადაიხადეთ, მაგრამ განცხადება ჩვენი ბრალით არ გამოქვეყნდა — სრულად;
- თუ ერთი და იმავე განცხადებისთვის შეცდომით ორჯერ გადაიხადეთ — ზედმეტად გადახდილ თანხას;
- თუ VIP განცხადებისთვის გადაიხადეთ, მაგრამ ის სტანდარტულად გამოჩნდა — VIP-ს ჩავრთავთ ან ფასთა სხვაობას დაგიბრუნებთ.
როდის არ ბრუნდება თანხა
- თუ განცხადება უკვე გამოქვეყნდა და საიტზე ჩანდა — მათ შორის, თუ მუშა ადრე იპოვეთ და განცხადების დახურვა გვთხოვეთ;
- თუ განცხადება წავშალეთ, რადგან ჩვენს წესებს არღვევდა.
როგორ მოითხოვოთ
მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ კონტაქტზე და მიუთითეთ განცხადების ნომერი, რომელიც გადახდისას დანიშნულებაში ჩაწერეთ (მაგ.: ვაკანსია #A1B2C3D4).
მოთხოვნას 3 სამუშაო დღეში განვიხილავთ. თანხა დაბრუნდება იმავე ანგარიშზე ან ბარათზე, საიდანაც გადაიხადეთ. ჩარიცხვის ვადა ბანკზეა დამოკიდებული.
კონტაქტი
კითხვები, თანხის დაბრუნების ან მონაცემების წაშლის მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ აქ: